ბანკებმა დაკრედიტება გაზარდეს

თბილისი (BPI) – კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 558.65 მლნ ლარით (1.78%-ით) მეტი სესხი გასცეს და 1 იანვრისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.74 მლნ ლარით (2.30%-ით) , უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 238.91 მლნ ლარით (1.37%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 4.30%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.58 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.38%-ით მეტი), უცხოური ვალუტით 10.67 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.37%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.32%-ით მეტი).

2019 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.14%-ით, ანუ 179.07 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 15.83 მლრდ ლარი შეადგინა.

1 იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.62 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.48 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …