ბანკებმა აგვისტოში სესხების გაცემა გაზარდეს

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა აგვისტოში ივლისთან შედარებით 214.05 მლნ ლარით (0.73%-ით) მეტი სესხი გასცეს (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.99%-ით), 1 სექტემბრისათვის 29.56 მლრდ ლარია.

სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.10 მლნ ლარით (2.51%-ით) გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 105.04 მლნ ლარით (0.63%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.18%-ით).

სესხები, ნაშთი რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.26%-ით მეტი),  უცხოური ვალუტით 9.66 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.69%-ით მეტი) (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.16%-ით მეტი).

აგვისტოში 0.16%-ით, ანუ 23.57 მლნ ლარით  გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 15.13 მლრდ ლარი შეადგინა.

1 სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.77 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.65 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …