ბანკების აქტივები 1 აგვისტოსათვის ₾44.3 მლრდ-ია

თბილისი (BPI) – ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები 1.3 მლრდ ლარით (3%-ით) ₾44.3 მლრდ-მდე გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 1.4%-ია).

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12%-ია.

საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …