ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით მცირდება

თბილისი (BPI) – ქვეყნის მთავარი ბანკის გადაწყვეტილებით საბანკო სექტორისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით მცირდება.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეს სექტორს $700 მლნ-ის რესურსს დაუტოვებს და ლარის გაცვლით კურსზე წნეხს შეამცირებს.

სებ-ის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის მანდატზე ინფლაციასთან ბრძოლა აღნიშნავს და სათანადო ზომების მიღებაც ამით არის განპირობებული.

ისაუბრა ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და განხორციელებულ ინტერვენციებზე კურსზე წნეხის შესამცირებლად.

“ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება”, – ამბობს მტავარი ბანკირი და განმარტავს, რომ ამან გაცვლითი კურსი უნდა დაასტაბილუროს.

სებ-ის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ამოქმედდება

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …