ბაკურიანს 3 საბაგირო და 20კმ სასრიალო ემატება

თბილისი (BPI) – ინვესტიციები, საერთაშორისო ტურნირები ნიშნავს დამატებით შემოსავალს, საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების ქვეყნის”, – პრემიერმა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე განაცხადა, 3 საბაგიროს პროექტის მშენებლობაზე.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთ, 2025 ილიმპიადას. პრემიერის თქმით, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა შესაბამისი განაცხადი და საქართველოს აქვს ამბიცია, ოლიმპიური ჩემპიონატი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება, შევქმნათ აუცილებელი ინფრასტრუქტურა და უკვე შემდეგ საქართველომ უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ამის რესურსი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში, როდესაც დასრულდება აღნიშნული პროექტი, ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს. ჩვენ სამწუხაროდ, გვაკლია მსგავსი ინფრასტრუქტურა, რაც გარკვეულწილად, იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვმასპინძლობთ იმ რაოდენობის ტურისტებს ზამთრის პერიოდში, რომელსაც თეორიულად შეიძლება ვუმასპინძლოთ. ეს ამავე დროს, წაახალისებს ინვესტიციებს, როგორც ბორჯომში, ასევე ბაკურიანში. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ ამავე დროს, მოვიპოვებთ მასპინძლობის სტატუსს და 2025 წელს ბორჯომი და ბაკურიანი უმასპინძლებს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადასაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …