ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 6 მილიონ ლარით აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება. 

შემოვლითი გზის მშენებლობის გარდა, ბაკურიანში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა,  მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, ასევე დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსორტის შეძენა, ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.

წლების განმავლობაში ბაკურიანისა და გუდაურის კურორტების ქაოტური განაშენიანების შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ემსახურება დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით  დაგეგმილი პროექტები სწორედ არსებული პრობლემების  მოწესრიგებას ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …