ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში 7 ქუჩისა და შენობების რეაბილიტაციას ახორციელებს.

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დასრულდა შენობა-ნაგებობების ფასადების რესტავრაცია და გზის საფარის განახლება. ამჟამად მიმდინარეობს განახლებული შენობებისა და შიდა ეზოებში მდებარე ნაგებობების გადახურვა.

ფასადების რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ასევე განახლდება ეზოები და გზის საფარი. ბათუმის მერიის თხოვნით, დამატებით 1.8 მეტრით გაფართოვდა სამანქანო გზა, რაც საგრძნობლად გაამარტივებს გადაადგილებას.

ახმეტელის, ბარათაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე დასკვნით ეტაპზეა 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვადასხვა შენობების ფასადების აღდგენის პროცესი, პარალელურად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაო. ფასადების რეაბილიტაცია დაწყებულია, ასევე, მელაშვილისა და კოსტავას ქუჩებზეც.

ბათუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იცვლება კარ-ფანჯრები იზოალუმინის სისტემით, რაც შენობების ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ),  საჯარო სხდომაზე 2024 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. …