ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტკომპლექსის მშენებლობა 62 მლნ დაიხარჯება

თბილისი (BPI) – ბათუმში თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე 62 მლნ ლარი დაიხარჯება.

პროექტი ექსპლუატაციაში ზაფხულის ბოლოდან შევა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროსისტემა.

სპორტული კომპლექსი, რომელშიც ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …