ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ რიგით მესამე რესტორანი გაიხსნა

ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი  რესტორანი გაიხსნა. სტუმრებს მაკდონალდსის რესტორანი ახლადგახსნილ „გრანდ მოლში“ უმასპინძლებს.   ახალი სივრცე მაკდონალდსის სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.

რესტორანი მომხმარებელს 6 ოქტომბრიდან  ელის.  სივრცე ოფიციალურად გაიხსნა და   საზეიმო დახვედრაც მოეწყო. სტუმრად მოსულ ყველა ბავშვს საჩუქრად გადაეცა საჰაერო ბუშტი და რესტორნის დიასახლისებმა პატარებს, სურვილისამებრ,  სახე ბრჭყვიალა და ფერადი საღებავებით მოუხატეს.

რესტორანში, მაკდონალდსთან ერთად განთავსებულია უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი მაკკაფეც, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საუკეთესო ადგილია და სადაც სტუმრებს არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და უგემრიელესი დესერტების არჩევანის შესაძლებლობა აქვთ.

ბათუმში მდებარე ახალი რესტორანი  მომხმარებელს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ყოველდღიურად მოემსახურება.  მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების  სენსორული ეკრანით.

აღსანიშნავია, რომ გრანდ მოლში მდებარე მაკდონალდსი რიგით 22-ე რესტორანია საქართველოს მასშტაბით. ახალ  პროექტში კომპანიამ 4,3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 50-მდე  ადამიანი დაასაქმა.

„მაკდონალს საქართველო“  ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით კომპანიამ 1900-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მნიშვნელოვანია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მომავალში რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. 2023 წლის ბოლომდე დაგეგმილი რესტორნების ინვესტიცია 9,8 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში „მაკდონალს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 135 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 185 მილიონ ლარს აღწევს.

„გრანდ მოლი“  დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელშიც წარმოდგენილია 100-ზე მეტი ბრენდული მაღაზია, კინოთეატრი , ფიტნეს კლუბი, ბავშთა გასართობი ცენტრი და ბოულინგი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …