ბათუმში თანამედროვე ელექტრო თვითგორიალებით გადაადგილება გახდა შესაძლებელი

თბილისი (BPI) – ბათუმში გადაადგილების თანამედროვე საშუალება – ელექტრო თვითგორიალები გამოჩნდა. ელექტრო თვითგორიალას გაზიარების სერვისი Mycab.ge ქართველი დეველოპერების შემუშავებული სტარტაპ-პროექტია.

ევროპული და ამერიკული გამოცდილებით შექმნილი ქართული პროდუქტით Mycab-ით სარგებლობა საქართველოში პირველად სწორედ ზღვისპირა ქალაქში გახდა შესაძლებელი. იგი ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს ისეთ ცნობად, საქმიან და ტურისტულ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, ბრიუსელი, მადრიდი, ბერლინი და სხვა.

ელექტრო თვითგორიალები განთავსებულია ბათუმის რამდენიმე კერძო ტურისტულ ობიექტთან. მსურველებმა უნდა ისარგებლონ სპეციალურად შექმნილი აპლიკაციით mycab.ge, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელზე.

აპლიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს იხილოს რუკა, სადაც არის დატანებული ელექტრო თვითგორიალების სადგომები ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე.

ელექტრო თვითგორიალა MyCap განკუთვნილია 14 წლიდან ზევით ყველა ასაკის ტურისტებისთვის, სტუდენტებისა და მოსახლეობისთვის. ერთდროულად დასვენებისა და გართობის სატრანსპორტო საშუალება ბათუმის ვიზიტორებსა და მის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დაზოგონ დრო, თავი აარიდონ საცობებსა და პრობლემურ პარაკინგს, აირჩიონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნახშირბადის გამონაბოლქვს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …