ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არ არის – კომპანია

საქართველოს რკინიგზის განმარტებით, ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არ არის.

„ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი, (ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები: უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და სხვები) იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა.

აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება“, განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …