ბათუმში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

თბილისი (BPI) – ბათუმში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა.

ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი  შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის  მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის. სერვისცენტრი  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით, რომლებიც მზად არიან საბანკო მომსახურების გაწევით ხელი შეუწყონ ჩვენი ამჟამინდელი თუ პოტენციური კლიენტების ბიზნესის განვითარებას. ახალი სერვისცენტრის მდებარეობა ქალაქის აქტიურ ნაწილში, საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ კიდევ უფრო მეტ კლიენტს და შევთავაზოთ მათ ოპერატიული მომსახურება.

ბათუმში  ბაზისბანკი 3 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი.

ბაზისბანკი მუდმივად განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. იგი აქტიურად განაგრძობს რეგიონებში ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …