ბათუმი შესაძლოა საკრუიზო რუკაზე დაბრუნდეს

თბილისი (BPI) – ბათუმი შესაძლოა საკრუიზო მარშრუტში ჩაერთოს. როგორც Gramofona-ს ბურგასის პორტის დირექტორმა დიან დიმოვმა განუცხადა, უახლოეს პერიოდში საკრუიზო ლაინერი გაემართება მარშრუტზე: ბურგასი-ვენა-კოსტანცა-ოდესა-სოჭი-ბათუმი-სამსუნი. უკანა გზის ბოლო გაჩერება ბურგასი ან სტამბოლი.

ბურგასის პორტის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ბათუმის პორტი კვლავ დაბრუნდება საკრუიზო რუკაზე.

როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული კრუიზული მარშრუტის ინტერესი აქვს არამხოლოდ ბულგარეთს. თურქეთიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებაზე და როგორც რამდენიმე თვის წინ ბურგასში თურქეთის კონსულმა განაცხადა: მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა.

​უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში კრუიზული კომპანიებისთვის შავ ზღვაზე სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან საქართველოს ტერიტორიულ წლებში არც ერთი საკრუიზო ხომალდი არ შემოსულა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს ბათუმის პორტში 11 საკრუიზო ხომალდი შევიდა, რომელმაც საქართველოს შავი ზღვის პირეთში 4 ათას 551 ტურისტი შეიყვანა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი საკრუიზო ხომალდი ბათუმის პორტში 2014 წელს შევიდა. საუბარია 33 საკრუიზო ხომალდსა და 14 ათას 793 ტურისტზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …