ბათუმის ცენტრალურ პარკში 300-მდე ახალი საბაღე სკამი ეტაპობრივად განთავსდება, მათ შორის სანათიანი სკამები. პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე პარკის ტერიტორიაზე 2 ჩოგბურთის მაგიდა განთავსდა. ტბის ირგვლივ დასრულდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი. პარკში გამწვანების სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს, ასევე პერმანენტულად იწმინდება არსებული ტბა. ცენტრალური პარკის განახლებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. http://https://www.facebook.com/BatumiCityHallofficial/videos/286037153529374