ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

თბილისი (BPI) – ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

სამუშაოები პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერეს.

მთავრობის წევრებმა ახლად აშენებული გვირაბი დაათვალიერეს და გაეცნენ ინფორმაციას პროექტის ტექნიკური პარამეტრების, არსებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის თავისებურებებისა და სამშენებლო ტექნოლოგიებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, გზის ამ მონაკვეთის დასაფარად საჭირო დრო, 30-40 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდება.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. ამასთან ერთად, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა. პროექტი აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება და მისი ღირებულება 329 630 734 ლარია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …