ბათუმიდან და ფოთიდან კონსტანცასკენ საკონტეინერო გემი დაინიშნება

თბილისი (BPI) – ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით  რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი სექტემბრიდან იფუნქციონირებს, – გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი  დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი  ქვეყნებისა  და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ პროექტის ტექნიკურ და კომერციულ ასპექტებზე, რის საფუძველზეც შემუშავდა მომავალი საზღვაო-საკონტეინერო ხაზის,  ბათუმი-კონსტანცა-ბათუმი კონტეინერების ტრანსპორტირების ტარიფები, ასევე გადაწყდა ოპერაციის დაწყების თარიღი.

მხარეთა შეთანხმების შესაბამისად,  საქართველოს გავლით, კერძოდ საქართველოს რკინიგზით  ევროპა-ჩინეთი-ევროპის და ევროპა-ცენტრალური აზია-ევროპის სატრანზიტო ტვირთები გადაიზიდება.

ახალი საკონტეინერო მარშრუტის მეშვეობით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, საზღვაო და სარკინიგზო მულტიმოდალური გადაზიდვების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს როგორც „საქართველოს რკინიგზის“, ასევე ქვეყნის პორტების განვითარებას.

 პროექტის განხორციელების შედეგად,  საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო  სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას.

გეგმის მიხედვით, საკონტეინერო გემები რეისებს ყოველ 10 დღეში შეასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

Rakuten Viber ბიზნესს უსაფრთხოების ახალ გადაწყვეტილებებს სთავაზობს

Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი …