ბაზრებსა და ბაზრობებზე 2.7 ათასი ადამიანია დასაქმებული

2021 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30.9 პროცენტი ქ. თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.1 პროცენტი – იმერეთის, 12.9 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.9 პროცენტი — კახეთის, 7.2 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5.7 პროცენტი – აჭარის, 4.6 პროცენტი – შიდა ქართლის, 2.6 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 2.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის, 1.5 პროცენტი – გურიის და 1.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

„საქსტატის ინფორმაციით, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2021 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 76.8 პროცენტი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად – 20.6 პროცენტი. ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1.0 პროცენტი) და სააქციო საზოგადოების (1.6 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. 2021 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ 2021 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებულია 2.0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 50.8 ათას მეტრს შეადგენს, რომელთა 62.5 პროცენტი შენობაშია განთავსებული. ბაზრებსა და ბაზრობებს გააჩნია 70 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1291 შემნახველი საკანი (საწყობი) 26.1 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 361 მაცივარი.

2021 წელს მოქმედი ბაზრობების 35.1 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 34.0 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), ხოლო 30.9 პროცენტი ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

2021 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა.

ბაზრებისა და ბაზრობების 31.4 პროცენტში ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე – მხოლოდ სასურსათო საქონლით, სამი ბაზრობის ტერიტორიაზე – ავტომობილებითაც, ხოლო ოთხ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 152 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა – 21 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი
ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53.2 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.1 ათას კაცს შეადგენს.

2021 წელს , რომელთაგან 33.5 პროცენტი ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 47.6 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის.

2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 147.3 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 16.2 მლნ. ლარი (11.0 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავლებია, 125.2 მლნ ლარი (85.0 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო 5.9 მლნ ლარი (4.0 პროცენტი) მიეკუთვნება სხვა სახის შემოსავლებს. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 92.8 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27.4 მლნ. ლარია.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …