ბაზისბანკმა, ბიზნესში, 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა

2022 წლის ოთხი თვის შედეგებით, ბაზისბანკის მიერ, ბიზნესებზე გაცემული ინვესტიციის მოცულობამ, 305 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პორტფელი 17%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპრილის მონაცემებით, სასესხო პორტფელში ზრდა, ქართულ ბანკებს შორის, მხოლოდ სამ ბანკს აქვს და ზრდის ტემპით, ბაზისბანკი მე-2 ადგილს იკავებს.
ბანკის მიერ დაფინანსებულ მიმართულებებს შორისაა აგრო სექტორი, საწარმოო, სამშენებლო, დეველოპერული და სავაჭრო სექტორები.
ბიზნესის დაფინანსება ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საკრედიტო პროდუქტები მაქსიმალურად არის მორგებული კლიენტის მოთხოვნებს, რაც მოქნილ პროცედურებს და კონკურენტუნარიან განაკვეთს გულისხმობს.
ბაზისბანკის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფოსთან არსებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები. ბანკი, პირველივე დღიდან არის ჩართული როგორც შეღავათიანი აგრო კრედიტის, ასევე აწარმოე საქართველოში და სხვა პროგრამებში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …