ბაზისბანკი “განათლებულ” სტუდენტებს ფულად პრემიას გადასცემს

თბილისი (BPI) – ბაზისბანკი თსუ-ს სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებს ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიას გადასცემს. უნივერსიტეტში ყოველწლიური კონკურსია, პიარსა და მარკეტინგში. ჯგუფურია (3-5 სტუდენტი) და მასში მონაწილეობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს შეუძლია. წელს სხვადასხვა ფაკულტეტის 51 გუნდი ჩაერთო.

კონკურსი 2 ეტაპად მიმდინარეობს: 1) უნივერსიტეტის დავალების შესრულება; 2) ჟიურის შერჩეული 5 ფინალისტი გუნდის  მიერ განათლების ხელშემწყობი კამპანიის წარდგენა, ბაზისბანკის დავალებით.

 „მოხარული ვართ, ვიყოთ ახალი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან პოპულარული „ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის“ მხარდამჭერი კომპანია. ვთვლით, რომ ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების საფუძველს განათლებული თაობის აღზრდა წარმოადგენს, ამიტომაც აირჩია ბაზისბანკმა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით  პრიორიტეტად – განათლების მხარდაჭერა. 2006 წლიდან ბანკში არსებობს „განათლების მხარდამჭერი ფონდი“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ასობით პროექტი. სტაბილური და წარმატებული საზოგადოების შექმნის მთავარი ორიენტირი, უალტერნატივოდ, საქართველოში თანამედროვე განათლების ხელშეწყობაა. ამიტომაც, მომავალშიც დიდი სიამოვნებითა და სიამაყით გავაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენი მომავალი თაობების კარგ პროფესიონალებად მომზადებას უწყობს ხელს.“ აცხადებს თამუნა ხადური (ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი)

ფინალური ნაშრომის შექმნის  პროცესში, კონკურსანტები მათთვის განკუთვნილ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტურად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან.
ფინალისტი გუნდებიდან 3 საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულ სამეულს ბაზისბანკისგან ფულადი თანხა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცემა: 

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, კომპანია ბაზისბანკი გამარჯვებულ გუნდს 2500 ლარს, მე-2 ადგილზე გასულს – 1 500 ლარს,  მე-3 – ზე გასულს  1000 ლარს გადასცემს.

„ბიზნესისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ბიზნესის, ისე უნივერსიტეტის განვითარებაში.“ განაცხადა „ჯეპრას“ (ნიკო ნიკოლაძის პრემიის დაარსების ინიციატორი, საკონსულტაციო კომპანია) ხელმძღვანელმა სოსო გალუმაშვილმა

კონკურსის გამარჯვებულები 19 ივლისს გამოვლინდებიან.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …