ბაზარზე ახალი კომპანია „ჰიდრონექსი“ გამოჩნდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ახალი კომპანია „ჰიდრონექსი“ გამოჩნდა. კომპანია იტალიური Hydrapac Italia-ს პარტნიორია საქართველოში და ბაზარს ჰიდრავლიკური კომპონენტებით ამარაგებს.

„ჰიდრონექსის“ უპირატესობა კონკურენტუნარიან ბაზრაზე მომსახურების ხარისხი და პროდუქციის მრავალფეროვანებაა. მენეჯმენტი ამავდროულად მიწოდების დროულ, მოქნილ სისტემასა და თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე მიანიშნებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ბეჟანიშვილი განმარტავს, ბაზარზე ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი, თუმცა „ჰიდრონექსი“ მომხმარებელს ჰიდრავლიკური სისტემებისა და კომპონენტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამის შესაძლებლობას კომპანიას Hydrapac Italia-სთან ოფიციალური თანამშრომლობა აძლევს.

Hydrapac Italia-ს 20-წლიანი გამოცდილება აქვს, თანამშრომლობს ჰიდრავლიკური სისტემებისა და კომპონენტების მრავალრიცხოვან მწარმოებელთან. ის 40-მდე ბრენდთან თანამშრომლობს და საერთაშორისო გამოფენებზე სხვადასხვა ბრენდს ერთობლივად წარადგენს. სწორედ ეს თანამშრომლობა და გამოცდილება განაპირობებს კომპანიის უპირატესობას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე და მათ შორის საქართველოში.

„Hydrapac Italia-სთან ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი კომპანიის თანამშრომლებმა გადამზადების კურსი ლატვიაში გაიარეს. ჩვენი პარტნიორი კომპანია მზადაა მსხვილი პროექტების მხრიდან ინტერესის არსებობის შემთხვევაში სპეციალისტების კონსულტაცია შესთავაზონ, მათ შორის რჩევები ჰიდრავლიკური ნახაზების წაკითხვასთან დაკავშირებით და მთლიანობაში პროექტის შექმნაშიც მიიღონ მონაწილეობა,“ – განმარტავს გიორგი ბეჟანიშვილი

რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, „ჰიდრონექსი“ ერთი წლის განმავლობაში ქუტაისსა და ბათუმში ფილიალებს გახსნის.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …