ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდს ქირურგი, ლევან ფერაძე შეუერთდა

თბილისი (BPI) – ნიუ ჰოსპიტალსის გუნდს ბავშვთა ქირურგი, ლევან ფერაძე შეუერთდა, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ლევან ფერაძეს 34 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია და მისი სპეციალიზაცია ბავშვთა ქირურგიასა და პედიატრიას მოიცავს. განათლება და გამოცდილება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ-ს “სკრენტონის უნივერსიტეტში”. ამავდროულად, იგი არის 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და „ბავშვთა ქირურგები ჯანმრთელი მომავლისთვის“ – ასოციაციის თავჯდომარე.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის საბავშვო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით პაციენტებს სთავაზობს სრული სპექტრის ქირურგიულ მომსახურებას, რაც მოიცავს ინვაზიურ პროცედურებს, ლაპარასკოპიულ ინტერვენციებს, ღია ქირურგიულ ოპერაციებს და ახალშობილთა ქირურგიას.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობით და სერვისების ხარისხით, მოსახლეობას სთავაზობს პაციენტის მზრუნველობაზე ორიენტირებულ, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი …