ბადრი ჯაფარიძე ინფლაციის “საგანგაშო” ზრდაზე და ეკონომიკის ვარდნის მოლოდინზე

თბილისი (BPI) – ,,საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან’’, – ბადრი ჯაფარიძე ,,საქსტატის’’ ოქტომბრის მაჩვენებელზე აღნიშნავს – 6.9%  წლიური ინფლაციაზე. რაც,პირდაპირ ურტყამს მოწყვლად მოსახლეობას. ამცირებს  მსყიდველუნარიანობას.

ლარის კურსის დაწევა დოლართან მიმართებაში რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის პირდაპირი ინვესტიციების კლებით. მყარი ვალუტის შემოდინებამ იკლო ქვეყანაში. ვგულისხმობ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც არის არა მხოლოდ მყარი ვალუტის შემოდინების, არამედ ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოების წყარო.  54%-იანი ვარდნა  მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამან, ეკონომიკის არაეფექტურმა მართვამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის კურსის დაცემა.

 5% ზრდა , რითიც ამაყობენ. იცით, რასთან შედარებით გაიზარდა? შარშანდელ მე-3 კვარტალთან, როდესაც ძალიან დაბალი ზრდა  იყო. სსფ -ი 2020 მშპ-ს 4,3% ზრდას პროგნიოზირებს, ნავარაუდევ 4.8%-ის ნაცლად. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრის არანაირი პროგრამა და ხედვა არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …