ბადაგონი ტურისტულ ბიზნესს აფართოებს

თბილისი (BPI) – კომპანია ტურისტულ ბიზნესს აფართოებს. კომპანიის მიერ ცოტა ხნის შექმნილი “ბადაგონის სახლი” კახეთში ტურიზმის განვითარების ახალ პროექტებს განახორციელებს.

კომპანია ახორციელებს მასშტაბურ და უნიკალურ პროექტს “ორი დედაქალაქის ისტორია – ოქროს გზა ოქროს ისტორიაში”, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მსხვილი ტურისტული კომპლექსის შექმნა ალავედრდის მონასტრის მიმდებარედ, რაც კომპანიის ცნობით, ხელს შეუწყობს ტურიზმის ხარისხობრივ განვითარებას რეგიონში და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისათვის მეტად მიმზიდველს გახდის მას.

ამავდროულად დღეიდან ალავერდის მონასტერთან მდებარე რესტორანი “მაწვნის სახლის” მართვას კომპანია “ბადაგონის სახლი” აგანხორციელებს. შეთანხმება ალავერდის ეპარქიასა და კომპანიას შორის გაფორმდა.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის ახალი რეგულაციები პლასტმასის წინააღმდეგ – რა იცვლება რესტორნებსა და სასტუმროებში

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას …