default

ახმეტა-ბაწარას ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა – ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის (დუისი-ჯიბახევის) 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
დუისი-ჯიბახევის მონაკვეთი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, დუისიდან ბაწარას ეროვნულ ნაკრძალამდე. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ძირითადად, დასახლებულ პუნქტებზე გადის.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამ ეტაპზე, 2.3 კმ-იან მონაკვეთზე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …