ახალი რეგულაციები – ტაქსები ტექინსპექტირებას 6 თვეში ერთხელ გაივლიან

თბილისი (BPI) – ტექინსპექტირების ახალი რეგულაციები ტაქსებსაც შეეხება. ტაქსები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ გაივლიან, მომდევნო ტექინსპექტირებას კი ისინი ყოველ 6 თვეში ერთხელ გაივლიან.

ძველი რეგლამენტით ტაქსების ტექინსპექტირება წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო.

რეგლამენტში შესული სიახლე ასევე შეეხო შემდეგ ვალდებულებებს:

  • იდენტიფიკაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების ფერის დადგენის ვალდებულებას;
  • მესაკუთრის ვალდებულებას – სატრანსპორტო საშუალების ფერის შეცვლის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;
  • მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …