ახალი პაკეტით მობილური ინტერნეტის ყოველთვიური ხარჯი 30%-ით მცირდება – ბილაინი

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, ინტერნეტ პრემიუმს სთავაზობს. ინტერნეტ პრემიუმის აქტივაციისას,  მომხმარებელი ერთჯერადად იხდის საფასურს და 3 თვის განმავლობაში, ყოველთვე  ავტომატურად ერიცხება შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. გარდა იმისა, რომ მეგაბაიტების შეძენაზე ზრუნვა ყოველთვე არაა საჭირო, ინტერნეტ პრემიუმი პაკეტების აქტივაციით აბონენტი მობილური ინტერნეტის ყოველთვიურ ხარჯს 30%-ით შეიმცირებს.

მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს მრავალფეროვანი ინტერნეტ პრემიუმ პაკეტებიდან მისთვის სასურველი: 2GB – ₾14.5; 4GB – 23₾, 10GB – 35.5₾;  30GB – 63₾.  ყველა ჩამოთვლილი პაკეტი მოიცავს ღამის ულიმიტო ინტერნეტს უფასოდ და მუსიკალური მობილური აპლიკაცია Stingray-ს პრემიუმ პაკეტს საჩუქრად. 3 თვის გასვლის შემდეგ, აბონენტს კვლავ შეუძლია პაკეტის შეძენა, მომდევნო 3 თვით. პაკეტის შერჩევა, გააქტიურება და ბალანსის შემოწმება შესაძლებელია კომბინაციით *315#.

ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ახალ ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რათა რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა ქონდეს ხარისხიან 4G  მომსახურებაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …