ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, 2022 წლის 8 ივნისს, საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში. საგულისხმოა, რომ კანონპროექტით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა. კერძოდ, ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა თუ ასპექტი, მათ შორის, ინერგება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და ინოვაციური მიდგომები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, ერთი მხრივ, ქმნის განჭვრეტად და მოქნილ გარემოს საჯარო შესყიდვის პროცედურებში ბიზნეს სუბიექტების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს ეფექტიან მექანიზმებს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით განსახორციელებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი ასევე მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საჯარო შესყიდვების სრულიად ახალ თავსაც. აღნიშნულ სფეროში, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის დანერგვის ვალდებულება გათვალისწინებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით.
საგულისხმოა, რომ მოქმედ საკანონმდებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს თან ახლავს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას 34 საკანონმდებლო აქტში.გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედების განსხვავებული თარიღები, კერძოდ, კანონპროექტის ძირითადი დებულებები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარიდან, ხოლო სხვა ცალკეული საკითხების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2027 და 2029 წელი.
კანონპროექტი და მისი განმარტებითი ბარათი იხილეთ შემდეგ ბმულზე: