ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გავლა ისევ შეძლო

„არაფერი მახსოვს, გარდა ძლიერი შეჯახების საზარელი ხმისა… შემდეგ იყო ექიმების საუბარი, მსჯელობა, თუ რამდენად გახლდათ შესაძლებელი ჩემთვის ფეხის შენარჩუნება…“

ამ ყველაფერს ირაკლი მჭედლიშვილი გვიყვება, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გონებაშიც ექიმების სიტყვები თითქოს ბუნდოვნად დაცურავდა და თავზარდამცემ შეგრძნებას უღვივებდა. იხსენებს, რომ რეალობის აღქმა არ სურდა და ამპუტაციის რისკის დაჯერება უჭირდა.

ის რეგიონიდან თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მძიმე ავარიის შედეგად გადაიყვანეს. აღენიშნებოდა მარჯვენა ქვედა კიდურის ურთულესი ტრავმები: წვივის ძვლების მრავლობითი ღია მოტეხილობა, ფართო ცირკულარული დაჟეჟილი ჭრილობა და კუნთების მრავლობითი დაზიანება. მდგომარეობა საგანგაშოდ რჩებოდა. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ საქმე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომს (პაციენტის გადმოყვანა ავტომანქანიდან მოხერხდა მხოლოდ მაშველების დახმარებით) ეხებოდა, რაც ტრავმის მექანიზმისა და მასშტაბის (მრავლობითი ძვლოვანი და რბილქსოვილოვანი დაზიანებები) გათვალისწინებით, კიდურის სიცოცხლისუნარიანობას საფრთხის ქვეშ აყენებდა.
სისხმლმომარაგების მონიტორინგი ჰოსპიტალში შეყვანის პირველივე წუთებიდან დაიწყო. იყო კიდურის იშემიური და ინფექციური გართულების დიდი რისკი, თუმცა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების გუნდმა გელა ჭილაიას ხელმძღვანელობით წარმატებული გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება შეძლო. კერძოდ, განხორციელდა ინტენსიურ თერაპია, მოტეხილობების მეტალოოსტეოსინთეზი და აღდგა კუნთების მთლიანობა, რის შედეგადაც მოიხსნა გართულებების საფრთხე. მკურნალობის პროცესში მულტიპროფილური გუნდი იყო ჩართული. სწორედ ამან იხსნა ახალგაზრდა მამაკაცი ფეხის ამპუტაციას.

თავად პაციენტი ამბობს, რომ მისი გადარჩენა სწორედ ამ ჰოსპიტალს და გელა ჭილაიას გუნდს უკავშირდება: „მეშინია, წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა დამმართნოდა აქ რომ არ აღმოვჩენილიყავი. ფეხის გარეშე ცხოვრება ჩემთვის სიკვდილზე ნაკლებად რთული წარმოსადგენი როდი იყო…. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საშინელ ავტოავარიას სასწაულებრივად გადავურჩი.“

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …