აჭარულ ღვინის სახლში გასული საუკუნის ღვინის ეტიკეტების გამოფენა

თბილისი (BPI) – ხელვაჩაურში, აჭარულ ღვინის სახლში საგამოფენო სივრცის საზეიმო გასული საუკუნის ღვინის 143 ეტიკეტი წარადგინეს.

ყველაზე ძველი ეტიკეტი 1907 წლით თარიღდება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ აჭარაში ღვინოს მანამდე აკრავდნენ ეტიკეტებს, სანამ ეს სავალდებულო გახდებოდა.

ექსპონატები მთელი წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი და აჭარული ღვინის სახლის 300 000-მდე სტუმარს ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს ქართული ღვინის ეტიკეტები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ოჯალეშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო, რომლის წარმოებაც ღვინის სახლმა ახლახანს დაიწყო. პრეზენტაციაზე ოჯალეშმა “პორტო ფრანკო” სტუმრებისგან კარგი შეფასება დაიმსახურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, აჭარის სოფლის-მეურნეობის და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …