საქართველოში  წყალქვეშ დაძველებული პირველი ღვინო უკვე გაიყიდა

ზღვაში დაძველებული ღვინის ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მეღვინეობის ახალი მიმართულების განვითარება საქართველოში  კოვიდ პანდემიის დაწყებამდე ეკოლოგმა, ცნობილმა მყვინთავმა დავით ნიკოლეიშვილმა და მეღვინე ზურაბ ქუმსიაშვილმა გადაწყვიტეს.  შავი ზღვის მარნის მფლობელები ამბობენ, რომ საქართველოში პირველი  წყალქვეშ დაძველებული ღვინო უკვე გაიყიდა რაც ისტორიული ფაქტია. მათივე თქმით, შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ბიზნესის ამ მიმართულების ეფექტიანად განვითარება  ხელს ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს. იდეის ავტორები ამბობენ, რომ ისინი ზღვაში  წყალქვეშა ღვინის მუზეუმის მოწყობაც გეგმავენ, თუმცა ამის  შესაძლებლობას არსებული საზღვაო კანონმდებლობა არ იძლევა, რადგან ზღვაზე ფართობის გაცემა კერძო საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით არ შეიძლება.

https://adjaratv.ge/article/90266?fbclid=IwAR1SkYOLUz2DNyzmb0a80vtUCB3xivkAWKPl7nFmuxThxDABg9P_WjDjmA0

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …