აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი იზრდება – პირველად რეგიონის ისტორიაში ბიუჯეტი 600 მლნ ლარს გადააჭარბებს

აჭარის ა.რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები 600 589 400 ლარით განისაზღვრა და პირველად რეგიონის ისტორიაში ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
📈გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 65 040 000 ლარით იზრდება.
📈ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 47 640 000 ლარით იზრდება და 560 189 400 ლარს შეადგენს.
🔹აჭარის ა.რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
🖊ფინანსური დოკუმენტის ცვლილების მიხედვით იზრდება მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება:
➡აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 2 964 600 ლარით
➡აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 7 300 000 ლარით
➡აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 11 683 400 ლარით
➡საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები – 43 092 000 ლარით
📊2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით გადანაწილდა:
➡აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო – 7 125 900 ლარი
➡აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – 5 456 700 ლარი
➡აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 136 448 200 ლარი
➡აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 40 535 000 ლარი
➡აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 117 130 200 ლარი
➡აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 29 531 000 ლარი
➡საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები- 262 756 200 ლარი

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …