აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა 6,2 %-ით იზრდება

აჭარის ა.რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა 28 300 000 ლარით, 6,2 %-ით იზრდება.
📊2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების საპროგნოზო მოცულობა 482 305 800 ლარით განისაზღვრა.
🖊აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა 475 700 ლარით გაიზარდა.
🖊აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა 8 499 800 ლარით გაიზარდა.
🖊აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა 829 900 ლარით გაიზარდა.
🖊მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის საპროგნოზო მოცულობა ჯამში 5 570 000 ლარით იზრდება და 163 230 000 ლარს შეადგენს.
➡აჭარის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომაზე წარადგინა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …