აჭარის სარეკლამო კამპანია Deustche Welle-ს ეთერში მიმდინარეობს

ევრონიუსის შემდეგ აჭარის საიმიჯო კამპანია უკვე ცნობილ, გერმანულენოვან ტელეარხზე Deustche Welle დაიწყო. სატელევიზიო კამპანიის შედეგად აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველ ვიდეორგოლს 195-მდე ქვეყნის მილიონობით მაყურებელი გაეცნობა. Deustche Welle მსოფლიოს მასშტაბით 30 ენაზე მაუწყებლობს. ტელეკომპანიის ეთერში ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება პირველად 2018 წელს დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო სარეკლამო კამპანიებს Deustche Welle-სა და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებებზე ყოველწლიურად ანხორციელებს.

აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზეც. რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …