აჭარის მთავრობა კურორტ „გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოსაწყობად ინვესტორს ეძებს

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობისთვის ინვესტორს ეძებს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, პროექტით დაინტერესებაზე ინვესტორებთან მუშაობა მიმდინარეობს და საინტერესო წინადადების შემთხვევაში პროექტის რეალიზებაც დაიწყება.

რეგიონის მთავრობა დაინტერესებულია, რომ კურორტ „გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოეწყოს და ამის შემდეგ კურორტზე სეზონური ფრენები განხორციელდეს, რაზეც ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნა არსებობს.

რაც შეეხება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისათვის საჭირო ტერიტორიას ის უკვე შერჩეულია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …