აჭარა ჯგუფს ახალი ვებგვერდი აქვს

თბილისი (BPI) – “აჭარა ჯგუფმა” ახალი ვებგვერდი Adjaragroup.com აქვს. ვებგვერდი მოიცავს სრულ ინფორმაციას “აჭარა ჯგუფის” მიმდინარე პროექტებსა და საქმიანობასთან დაკავშირებით. ჯგუფი აცხადებს, რომ მომხმარებელი რეგულარულად  შეიტყოს  სიახლეებს კომპანიის შესახებ.

კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გარდა Adjaragroup.com-ზე მოცემულია მონაცემები “აჭარა ჯგუფის” პროექტებისა და ობიექტების შესახებ, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები თუ სხვა სერვისები.

ახალ ვებგვერდზე მოცემულია ასევე ინფორმაცია “აჭარა ჯგუფის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების – სოფლის მეურნეობის- სფეროში კომპანიის წამოწყებების შესახებ.

კომპანიის, მისი ობიექტებისა და პროექტების შესახებ ამომწურავ მონაცემებთან ერთად, ახალი ვებგვერდი გვაწვდის ინფორმაციას Adjara Arch Group-ისა და მისი წევრების შესახებ, რომლებიც “აჭარა ჯგუფის” ობიექტების არქიტექტურული პროექტებისა და დიზაინის უკან დგანან.

აჭარა ჯგუფმა კახეთში, 4000 ჰექტარზე განხორციელებული “პროექტი უდაბნოს” ფარგლებში 2000 ჰექტარზე ნუშის პლანტაციები გააშენა. პროექტი მოიაზრებს კენკრის ბაღებს და ენდემური ვაზის ჯიშის მეურნეობებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოში რეგიონალური ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია ჯგუფის სასათბურე და შიდა ვერტიკალური მეურნეობის პროექტები – urban vertical farming, რომელიც მდებარეობს სასტუმრო სტამბაში, ეკომეგობრული ტექნოლოგიებით იმართება და კომპანიის “farm to table” კონცეფციას აძლიერებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …