“აჭარა ჯგუფის” პროექტი “რადიოქალაქს” ინდუსტრიულ ქალაქად გადააქცევს

თბილისი (BPI) – „აჭარა ჯგუფმა“ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად შეიძინა.

“აჭარა ჯგუფის” პროექტი “რადიოქალაქის” ინდუსტრიულ ქალაქად გადაქცევას მოიაზრებს. ამ პროექტის საშუალებით “აჭარა ჯგუფი” საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებას და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას გეგმავს.

ახალ ინდუსტრიულ ქალაქში ჩამოყალიბდება საგამოფენო და სამეწარმეო სივრცეები და რეკრეაციული ზონები. პროექტი ასევე აერთიანებს კულტურულ ცენტრებსა და საერთო სამუშაო სივრცეებს. ინდუსტრიული ქალაქი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში ინოვაციური კომერციისა და ეკონომიკის თანამედროვე ფორმების განვითარებაში.

“აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ “რადიოქალაქის” ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი “აჭარა ჯგუფის” კიდევ ერთი მასშტაბური და ინოვაციური წამოწყებაა, რომელიც საქართველოში ტურიზმის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს.

მისივე თქმით, ჯგუფს აქვს ძალიან საინტერესო იდეები, რომლებიც ახლა მუშავდება და დეტალურად გეგმების შესახებ ახლო მომავალში გააცნობენ საზოგადეობას.

 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …