აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებაზე საერთაშორისო კომპანია იმუშავებს

თბილისი (BPI) – აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევაზე ცნობილი საერთაშორისო კომპანია იმუშავებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე კუჭავამ და მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტის“ წარმომადგენელმა შტეფან კლოსმა ხელშეკრულებას გომარდულში მოაწერეს ხელი.

კომპანიამ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა მოამზადოს.

თორნიკე კუჭავამ, კომპანიის წარმომადგენლებთან და შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა ლოკაცია დაათვალიერა.

აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი პროფესიული და ელიტური საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობას ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

აჭარაში განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე ტერიტორიებზე, ზამთრის და ზაფხულის სპორტის სახეობების იდენტიფიკაცია განხორციელდება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (feasibility study) შედეგების საფუძველზე, შერჩეულ ლოკაციებზე სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

კონცეფციის თანახმად, ტერიტორიების ზონირება და მათი კონცეპტუალური დიზიანის მომზადება განხორციელდება.

სპორტული ტურიზმის განვითარების მიზანი აჭარის ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორის – ტურიზმის დივერსიფიკაციაა.

მსოფლიოს წამყვან საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტს“ საქმიანობის 54 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოში 2000-ზე მეტი პროექტის ავტორია, მათ შორის:
მიუნჰენის პარკისა და სტადიონის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია, მიუნჰენის ბაიერნის ახალგაზრდული აკადემიის სპორტული კომპლექსი, ჰამბურგისა და აბუდაბის სპორტის განვითარების სამოქმედო გეგმა, ახალი საფეხბურთო მოედანი – ალიანს არენა მიუნჰენში, ოლიმპიური ქალაქის ურბანული დაგეგმარება ყაზახეთში და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …