“აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” მავთულხლართებს ხსნის

თბილისი (BPI) -აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფ ხაზს იქით დარჩენილ მოსახლეობა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პროგრამაში ჩაეერთვება.

პროექტი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელდება. პრემიერის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას.

“პროგრამა უპრეცედენტოა და მაქვს იმედი, რომ ეს გააჩენს დამატებითი ეკონომიკური აქტივობისთვის საშუალებას გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებისთვის, მათ შორის საქმიანი ურთიერთობის გაჩენისთვის, ადამიანური ურთიერთობის კიდევ უფრო დაახლოებისთვის“ , – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …