აწარმოე საქართველოში ქართული კერამიკის კომპონენტი დაემატა

თბილისი (BPI) – სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებებში კერამიკის წარმოება დაემატა.

„ეს არის კერამიკული საშენი მასალების განვითარება, სანტექნიკური ნაკეთობების განვითარება, რადგან დღეს, საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა ძირითადად იმპორტით არის დაკმაყოფილებული. რეალურად კი ქართული კერამიკული ნაწარმი არის ძალიან პერსპექტიული და ჩვენ ამ დარგს განსაკუთრებით დავეხმარებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პროგრამის მიერ მხარდაჭერილი დარგების ჩამონათვალს დაემატა საზღვაო თევზჭერა, ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვ), ასევე სათავგადასავლო ტურიზმი და  ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი.

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის მიმართულებით 2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია,   სადაც ჯამში დაფინანსებულია 9,384  ბენეფიციარი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …