აწარმოე საქართველოში ეთნოსოფლებისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების კომპონენტი დაემატა

თბილისი (BPI) – თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი აწარმოე საქართველოში პროგრამაში მოხვდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ახალი მიმართულებების განვითარების მხარდაჭერა ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივია.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება რეგიონებში მეტი ტურისტის მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯია.

“ამ მიმართულებების განვითარება, განსაკუთრებით რეგიონებში, მოგვცემს მეტი ტურისტის მოზიდვის, ასევე მეტი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობას ამ მზარდ და პერსპექტიულ სექტორში“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული სახით მთავრობამ უკვე დაამტკიცა. განახლებულ პროგრამაში მოხვდა საზღვაო თევზჭერის, კერამიკული საშენი მასალებისა და სანტექნიკური ნაკეთობების, ასევე ტურისტული სერვისების განვითარება.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …