„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში ექსპორტის 45 მენეჯერი გადამზადდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დამატებით 45 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა.

პროგრამა სააგენტოს ინიცირებითა და ორგანიზებით, USAID-ის მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

ექსპორტის მენეჯერთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას პროექტის მხარდამჭერები, პარტნიორები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

„ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და ადგილობრივი კომპანიების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეფექტური ოპერირება ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლიდან, ყოველწლიურად, სააგენტო ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს მართავს, , რომელიც ქართული ბიზნესების უცხო ბაზრებზე ღირსეულად პოზიციონირებას უწყობს ხელს. წელს ჩვენი პროგრამის მხარდაჭერით და პარტნიორების დახმარებით, კერძო სექტორს დამატებით 45 ახალი, გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ წლის პირველი ნაკადი. წლის ბოლომდე ექსპორტის მენეჯერების მეორე ნაკადი, ქუთაისში გადამზადდება“, – აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მამუკელაშვილმა.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი 2015 წელს დაიწყო და დღეის მდგომარეობით კურსდამთავრებულთა რიცხვმა 460-ს გადააჭარბა.

პროგრამა მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესების და ექსპორტის სტიმულირების მიზნით. კურსი 15 მოდულისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა საქონლის წარმოშობა, ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა და .ა.შ.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …