აშშ-ში, ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, საქართველო ლიდერობს ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, საქაერონავიგაციის, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს,ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლებმა.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ხელმძღვანელობს საავარიო სამაშველო მოქმედებს.

პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ორგანიზაციის ჩართულობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებმა სწავლების შედეგები გააანალიზეს.
,,სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა,-‘’განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილი.

ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. მომდევნო სწავლება უახლოეს მომავალში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …