აშშ საქართველოს მეცხოველეობის განვითარებაში $10 მლნ-ის ინვესტიციას დებს

თბილისი (BPI) – საქართველოში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი იწყება. 5-წლიან პროექტს აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 10 მლნ დოლარით აფინანსებს.

თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.   

პროექტი აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, Land O’Lakes International Development-ის და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით განხორციელდება.

პროექტის განხორციელების დეტალებზე მხარეები 28 მაისს 09:30 საათზე სასტუმრო რუმსის საკონფერენციო დარბაზში „გარდენ ჰოლი“ ისაუბრებენ

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის. პროექტი ითვალისწინებს Land O’Lakes International Development-ის ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას, იმისათვის, რომ  გაიზარდოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით.  ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …