აშშ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალ საწარმოებს $0,5 მლნ-ით დააფინანსებს

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 აშშ დოლარის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრისას განაცხადა, ეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს, ისევე როგორც თანამშრომლობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და მთავრობის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და მმართველობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …