აშშ-დან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

თბილისი (BPI) – ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა მზარდია. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს აშშ-დან 41863 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მაჩვენებელიწინა წელთან შედარებით 24.7%-ით გაიზარდა. 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიუ-იორკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე New York Times Travel Show საქართველო ბრინჯაოს სპონსორის სტატუსით იყო წარდგენილი, საქართველოს სტენდი სპონსორების მთავარ დარბაზში, გამოფენის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა. 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენას ქართული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებისთვის საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ The New York Times Magazine-ში რეკლამა განთავსდება. 

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით გამოფენის ფარგლებში ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრები გაიმართა.

New York Times Travel Show-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 600-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 1300-ზე მეტი ჟურნალისტი და 10 ათასზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი დაესწრო.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …