აღმოაჩინე საქართველო – თბილისი-ოზურგეთის მატარებელში მგზავრების გიდი ზურა შევარდნაძე იქნება

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას განაგრძობს. 28 ივლისს, თბილისი-ოზურგეთის რეისზე, მგზავრებს  საინტერესო ამბებს გურიაზე ზურა შევარდნაძე მოუყვება. რა უნდა ნახოთ ისტორიულ გურიაში, ვინ უნდა გიმასპინძლოთ და რომელია ის ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ – გურიის მატარებლის გზამკვლევი აქამდე უცნობ ისტორიებს გაგაცნობთ.

აღმოაჩინე საქართველო – რკინიგზასთან ერთად, პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზა მაგისტრალურ რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში მგზავრებს საინტერესო გიდებს მატარებელში დაახვედრებს. მოგვიანებით კი საინფორმაციო ვიდეო რგოლებს მოამზადებს. მნიშვნელოვანია მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …