აქ.ახლა ლიზა ბათიაშვილის მუსიკის კონცეპტი

თბილისი (BPI) – 1 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პლანეტის ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებულ ქართველ მევიოლინესთან – ლიზა ბათიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ თიბისი კონცეპტის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcconcept/) საშუალებით იხილოს.

ინტერვიუს მოდერატორი პიანისტი და მუსიკათმცოდნე – ნინო ჟვანია იქნება.

წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტით – City Lights (განათებული ქალაქები) გაიხსნა. ამ სახით Deutsche Grammophon-ის 2020 წლის უახლესი ალბომის – „ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი City Lights“ – საკონცერტო ვერსიის მსოფლიო პრემიერა შედგა.

სიბელიუსის სახელობის მუსიკის აკადემიის საპატიო დოქტორის მფლობელი, ბეთ­ჰო­ვე­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ლაურეატი – ბეთ­ჰო­ვე­ნის ბეჭ­დის მფლო­ბე­ლი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ის პროგ­რა­მის – „New Generation Artists“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების რჩეული სოლისტი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს, როგორიცაა: ახალ რეალობაში მუსიკოსის წინაშე არსებული გამოწვევები; მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილება და წარამტება; შემოქმედება და ალბომები; კლასიკურ მუსიკაში ახალგაზრდების ჩართვის გზები და შესაძლებლობები; მშობლების როლი ახალი თაობისა და მუსიკის ურთიერთობაში; თანამედროვე მუსიკა და პროგრესული იდეები მუსიკაში.

ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალის მნიშვნელობაზე, ასევე ინგოლშტადში, Audi-ს საზაფხულო კონცერტებზეც ისაუბრებს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავადაა.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მეორე კონცერტი ახალგაზრდა, ქართველ შემსრულებლებთან ერთად ჩაატარა. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ კლასიკური მუსიკის სამყაროში ნიჭიერი, ქართველი ახალგაზრდები და მათთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ჩინელი მწარმოებლები მაღაზიებს რუსულ ონლაინ პლატფორმებზე ხსნიან

რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული …