აქციონერები ხაზარაძის და ჯაფარიძის დირექტორთა საბჭოში დატოვებას ითხოვენ

თბილისი (BPI) – ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

“თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.
ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში”, – წერს ხაზარაძე.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …