102 დაშავებული კლინიკაში რჩება

თბილისი (BPI) – რუსი დეპუტატის მხრიდან ქართველების შეურაცჰყოფის ფაქტზე ვინ,როგორ დაისჯება, საზოგადოება მმართველის პარტიის გადაწყვეტულებას ელის 1 სთზე მეტია “ქართული ოცნების” საბჭოს სხსდომა მიმდინაროებს. თანაგუნდელების პასუხისმგებლობაზე პრემიეტმა ბახტაძემ 04:00 სთ-ზე განაცხადა – “ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება. ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე”

აღნიშნული პერიოდისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან უკვე გაწმენილი იყო. სპეცდანიშნულების რაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში ცრემლსადეი კოჭებს პერიოდულად ისვრიდა. გაფანტული მომიტინგეების ხეხალხა შეკრების მცდელობისას. პროპორციული ძალის გამოყენებამდე შსს-მ ქმედებების დაწყებაზე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც ოპოზიციის აქტივისტებმა პარლამენტში შეჭრაზე განაცხადა.

“პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას.
სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე”, – თანაგუნდელების და საკუთარ პასუხისმგებლობაზე მინისტრმა გახარიამაც განაცხადა.განცხადებები, საპატრიარქომ, სახალხლო დამცველმა, აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

ბოლო ინფორმაციით, 102 ადამიანი კლინიკებში რჩება, დაშავებული 240 დან, , მათ შორისაა 80 ძალოვანი, ბევრი ჟურნალისტი, რომლებსაც ეპიცენტრში მუშაობა ძალოვნების მოქმედებისას არ შეუწყვეტიათ.

ვითარება მთავარი კანონმდებლის სკამზე მართლმადიდებლობის საპარლამენტთშორისო გენერალური ასამბლეის რუსი დელაგატის სერგეი გავრილოვის დაჯდომის შემდეგ დაიძაბა, რომელმაც შემდეგ რადისონში გადაინაცვლა, სადაც 25 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის სხვა დელეგატებიც ცხოვროვბდნენ. მოგვიანებით კი იქიდან შეურაცმყოფელი სიტყვა-ქმედებებით გამოიყვანეს და აეროპორტისკენ წაიყვანეს. შემდეგ რუსმა დეპუტატმა თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამი თავად არ აურჩევია, სადაც მიუითითეს ორგანიზატორებმა იქ დაჯდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …