აქციზით “ჰაერსაც” ბეგრავენ, რაც სიგარეტს ჰგავს და რაც ჯერ არ გამოუგონიათ

თბილისი (BPI) – თამბაქო და თამბაქოს მიმსგავსებული ყველა  პროდუქტი დაიბეგრება, – საკანონმდებლო ცვლილებებში პრევენციული მექანიზმიც ჩაიდო, რომ  დღეს არარსებული  პროდუქტის იმპორტი-წარმოება-დისტრიბუცვია-რეალიზაცია დაბეგროს.  ცვლილებების (ინიციატორები: დაჩი ბერაია, ირაკლის მეზურნიშვილი, სულხან მახათაძე, დავით სონღულაშვილი, გურამ მაჭარაშვილი) წარდგენისას  გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ წინასწარ იზღვევენ თავს, რომ დაიბეგროს თამბაქოს მსგავსი ნებისმიერი პროდიქტი, რომელსაც  მომავალში გამოიგონებენ. უკვე გამოგონებულს შორისაა, უკვე ფართოდ მოხმარებადი IQOS – ელეტრონული თამბაქოს მოწყობილობა (გახურებადი თამბაქო), რომელსაც სიგარეტის მწეველები ამ მავნე ჩვევის დასამარცხებლად იყენებენ.

ფინანსთა მინისტრის მოდაგილემ, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ზუსტი ანგარიშგება ვერ წარმოუდგინა, რამდენით გაზრდის ახალი რეგულაციები ბიუჯეტის შემოსავლებს. ლაშა ხუციშვილის თქმით, ათეულობით მილიონი ლარია. მან საკანონმდებლო ლაფსუსზე – 10 წლეულზე მეტი პერიოდის პრაქტიკაზე აღნიშნა. შეფუთვაზე და შესაბამისად რაოდენობაზე მიბმულ რეგულაციაზე. აქციზს <500გ თუთუნის  შეფუთვა არ ექვემდებაერება, რაც იაფი და ხელმისაწდომია ყველასთვის და შესაბამისად კუსტარულ სიგარეტს ბევრი მომხმარებელი გაუჩნდა.

თამბაქოს ნაწარმს ემატება თამბაქოს ახალი ნაწარმი, რომელიც თამბაქოს მიმსგავსებული პროდუქტების აქციზური წესით დაბეგრავს. კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში და სხვა თანმდევ კანონებში შესაბამის ცვლილებებსაც მხარი დაუჭირა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …